ტელეიმედის მიერ დასმულ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ საქართველოში მოქმედი ორი სატელევიზიო არხის - „ტელეიმედისა“ და „პოსტივისთვის“ დაწესებულ სანქციებს ეხება, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათიამ თურნავამ განგვიცხადა, რომ მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად.
„ქვეყანაში მოქმედი კომერციული ბანკები წარმოადგენენ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შექმნილ იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობა ექვემდებარება საქართველოს კონსტიტუციასა და ეროვნულ კანონმდებლობას. იმ შემთხვევაში, თუკი წარმოიქმნება კოლიზია სხვა იურისდიქციაში მიღებულ ნორმატიულ აქტსა და საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას შორის, მოქმედი კომერციული ბანკები ვალდებული არიან იმოქმედონ კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად“, - განგვიცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.










