ნატაფერაძეობის ზეიმი საქართველოში
ნეოლიბერალურმა პლატფორმამ, რომელიც დღეს აერთიანებს, ოპიზიციურ მედიას, დასავლეთიდან დაფინანსებულ ენჯეოებსა და აქტივისტებს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს წესად აქციეს საქართველოში უმრავლესობის უფლებების შელახვა, ასევე უმრავლესობის უფლებების შელახვის ფაქტებზე დუმილი ან კიდევ უარესი, მათი მხრიდან შელახვის მხარდაჭერის წახალისება.
სწორედ ასეთ ფაქტს განეკუთვნება 7-8 მარტის მოვლენების დროს ჩადენილი ვანდალიზმი ქაშუეთის ეკლესიის თუ საპატრიარქოს კედლებზე. - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე, ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს.
7-8 მარტის მოვლენებს გარდა ვანდალიზმისა, თან ახლდა სხვისი ქონების განზრახ განადგურების ფაქტები, რომლისთვისაც დღემდე არავინ დასჯილა.
ანალოგიურ პრეცედენტად შეიძლება განვიხილოთ შობის თარიღთან დაკავშირებული ლაშა ბუღაძის მიზანმიმართული, პროვოკაციული განცხადება, რომელიც შეურაცხყოფდა მართლმადიდებლური მრევლის ინტერესებს. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ბუღაძეებს და მისნაირებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას უკრძალავთო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა, ვინაიდან ნებისმიერი პირის უფლების ზღვარი გადის იქ სადაც იწყება სხვისი (ან სხვათა) უფლება, ბუღაძის პროვოკაციული გამოხტომაც ამიტომაა დანაშაული, რომ მან ამ "პოზიციი" ხელყო, საქართველიში, უმრავლესობაში მყოფი მართლმადიდებლების უფლებები.
თუკი დასავლურ დემოკრატიაში ფაშისტური სიმბოლიკის გამოყენებაც კი, და მით უმეტეს, ფაშისტური იდეოლოგიის ქადაგება სისხლის¬სამართლებრივად დასჯადია, ჩვენთან ლიბერალური ფაშიზმის ქადაგება და დამკვიდრება, იგივე დასავლეთის მხრიდან რატომაა მხარდაჭერილი და მსუყედ დაფინანსებული?
საქართველოში აკრედიტირებული ზოგიერთი საელჩოებისა, ფონდებისა თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, მახინჯმა პოლიტიკამ, იმ ქვეყნების გადასახადების გადამხდელთა თანხების არამიზნობრივად ხარჯვამ საქართველოში მიგვიყვანა გუშინდელ ვანლდალიზმამდე და ნატა ფერაძეების აღზევებამდე.
გუშინ სამების საკათედრო ტაძარში განთავსებული ხატის მარია მასკოვსკაიას შებღალვით, ფსევდოლიბერალმა ფაშისტებმა არა მხოლოდ მორიგჯერ დაარღვიეს რელიგიური უმრავლესობის უფლებები, არამედ ყველას დაანახვეს, რომ საქართველოში შეიძლება მოხდეს შუა საუკუნეების ხატთმებრძოლების და კომუნისტური „მებრძოლ უღმერთოთა კავშირის რეანიმაცია“.
ამის წინააღმდეგ მხოლოდ სამართლებრივი რეაგირება არასაკმარისია, ასევე საჭიროა იმის მოთხოვნა, რომ საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ფონდებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ მათ მიერ მხარდაჭერილი „უფლებადაცვითი“ ორგანიზაციების ქმედბებზე, რომლებიც აშკარა მოწონებით და წახალისებით შეხვდნენ ეკლესიაში მომხდარი ვანდალიზმის ფაქტს.
საელჩოებმა და ფონდებმა თვითონაც ან ღიად მოიწონონ ლიბერასტი ფაშისტების ასეთი ქმედებები და ყველასთვის გასაგები გახადონ საკუთარი მისია ჩვენს ქვეყანაში, ან დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ვანდალების დაფინასება-მხარდაჭერა.
გასაგებად აუხსნან ქართველ ხალხს, ის რაც მათ ქვეყნებში დანაშაულია და დასჯადია, რატომაა იგივე ქმედება (მათი გაგებით)ჩვენს ქვეყანაში დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა?
ისინი საკუთარი გაუაზრებელი თუ მიზანმიმართული პოლიტიკით, ცდილობენ დეფაქტოდ დაგვიკანონონ ნატაფერაძეობა. დიახ სამწუხაროდ ეს არის ის რეალობა, რის დანერგვა- დამკვიდრებასაც გარე ძალები ცდილობენ საქართველოში." - წერს ნანა კაკაბაძე "ფეისბუკში".
შეგახსენებთ, 2023 წლის 9 იანვარს თბილისში, ყოვლად წმიდა სამების საკათედრო ტაძარში დედა მატრონას ხატს საღებავი შეასხეს.
მომხდარ ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამების საკათედრო ტაძარში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმის წარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.
უწყებაში აცხადებენ, რომ საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება.
ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ხატი სადაც დედა მატრონას გვერდით დგას იოსებ სტალინი. რომელიც თბილისში, ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.
საზოგადოებაში სტალინის ხატზე გამოჩენას არაერთგვაროვანი რეაქცია და შეფასება მოჰყვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ხატი ტაძარს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა შესწირა. - სამების ტაძარს მე შევწირე დედა მატრონას ხატი, სადაც ასახულია ფრაგმენტი, როგორ დაიმდაბლა თავი იოსებ სტალინმა, რომელიც ებრძოდა ეკლესიას და მართლმადიდებლობას