ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილე ირაკლი მეძმარიაშვილმა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების დაშავებული კაპიტანი თეიმურაზ ორჯონიკიძე კლინიკაში მოინახულეს.

თეიმურაზ ორჯონიკიძე დღეს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის დროს დაშავდა და ის კლინიკაში გადაიყვანეს. კაპიტნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება.

ჯანდაცვის მინისტრმა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ ეროვნული ნაკრების კაპიტანს გუნდის გამარჯვება, ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ გასვლა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. კლინიკაში ასევე იმყოფებოდა საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვახტანგ მეიფარიანი.