ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის მხრივ რაიმე დინამიკა - გაუმჯობესების, ან გაუარესების კუთხით არ შეინიშნება.
მისივე თქმით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ აკვირდებიან.
"20:00 საათისთვის, მდგომარეობა არის არსებითი დინამიკის გარეშე. არის გარკვეული ცვლილებები, რა თქმა უნდა, ცალკეული მიმართულებით და ცალკეული ცვლადების მიხედვით, თუმცა რაიმე არსებით გაუმჯობესებაზე, ან გაუარესებაზე საუბარი არ გახლავთ.
ექიმები მუდმივად აკვირდებიან ყველა მონაცემს, სად შეიძლება ვნახოთ შესაძლებლობა შემდეგი გაუმჯობესებისთვის, ეს შეიძლება იყოს, მაგალითად წამლის დაბალ დოზაზე გადაყვანა და ა.შ.
უნდა დაველოდოთ მოთმინებით ექიმებს, მათ დაკვირვებებს და აქედან გამომდინარე, შემდეგ შეგვეძლება გავაგრძელოთ დასკვნები. ეს არის ძალიან ცოცხალი პროცესი, ეს არის მუდმივად დაკვირვება, ფრთხილად გაზომვა და დასკვნების გაკეთება", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.








