მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიამ დღეს ექსპრეზიდენტი კლინიკა "ვივა მედში" ინახულა.
მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესებულია, რომ "ამ ადამიანს დარჩა საათები".
"კატასტროფული მდგომარეობაა, ცარიელი ძვლები დარჩა. ნეკნები აქვს წამოყრილი და მუცელი საერთოდ აღარ არსებობს, ხერხემალი მოჩანს აქედან. ესენი ამბობენ, კი, ბატონო, ავადა არის, მაგრამ ჩვენ აქ ვუმკურნალებთ. კი ბატონო, კეთდება რაღაც გადასხმები, მაგრამ ეს ადამიანი ყოველ დღე უარესად ხდება. ვისაც ეს ეხება, ის ხომ უნდა დაფიქრდეს, რომ ეს რომ აღარ იყოს აქ, ასე რომ მოხდეს და ეს აუცილებლად მოხდება, ქვეყანას გადაუვლიან. ხომ ხედავთ, როგორი გამოცოცხლება და ინტერესია დასავლეთიდან, ამათ ასე არ შერჩებათ. გამოსავალი ძალიან მარტივია - გადაყვანა.
რამდენი თვეა ამაზეა ლაპარაკი და დრო ხომ გადის. ამ ადამიანს დარჩა საათები და ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამაზე. მე არ მესმის ასეთი სიჯიუტე რას ნიშნავს, ვერ ამიხსნია", - განაცხადა გიული ალასანიამ.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადება ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე სხდომა 23 და 27 იანვარს განახლდება.