საქართველოს ბედს მხოლოდ ქართველები განვაგებთ და სხვები არ განაგებენ და ისეთი კულტურული ერი ვართ, ნებისმიერ ადამიანებთან, ნებისმიერ ერთან ურთიერთობა შეგვიძლია, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.
„ტყუილად ნურავის ექნება იმედი, რომ უცხოეთი რამეში ჩაერევა და აქ ავარევინებთ. კარგად იცოდნენ, ამერიკიდან ვარ დაბრუნებული და ასეთ რამეს არც ისინი აპირებენ. ამათ რატომ აქვთ რაღაცების იმედი, რომ ხან ევროპაში გაიქცევიან, არჩევნებში დაგვეხმარე... საქართველოს ბედს მხოლოდ ქართველები განვაგებთ და სხვები არ განაგებენ და ისეთი კულტურული ერი ვართ, ნებისმიერ ადამიანებთან, ნებისმიერ ერთან ურთიერთობა შეგვიძლია. ის ადამიანები, რომლებიც უცხოეთში იმისთვის დარბიან, რომ საქართველოზე ცუდი ილაპარაკონ, გამოასწორონ, სიყვარული დაანახონ საქართველოსი. მათ რომ საქართველო უყვარდეთ, რომელიმე ერთი ადამიანიც რომ უყვარდეთ საქართველოში, არ მგონია, რომ ასე მოქცეულიყვნენ. ძალიან მკაცრები ვიქნებით ასეთების მიმართ“, - თქვა მეუფე იაკობმა.