ჩვენ სიცოცხლისთვის, გამარჯვებისთვის ვართ მოწოდებულნი; ღვთის გარეშე, მოყვასის გარეშე, ზღვარგადასული და დაუოკებელი ეგოს პირობებში, წამოდგომა და საკუთარ თავზე გამარჯვება შეუძლებელი ხდება. ეგოიზმით შეპყრობილი ადამიანი ვეღარ ხედავს სხვას, თავის იქით ვეღარც ღმერთს ხედავს და ვეღარც მეორე ადამიანს! - ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილშია აღნიშნული.

"რამდენად ენდობი უფალს, მას, რომელსაც არასდროს მიუტოვებიხარ!

„კაცთათვის შეუძლებელი, ყოველივე შესაძლებელია ღმრთისა მიერ“ (ლკ. 18,27).

გეიმედებოდეთ, რომ ეს არის უდიდესი მამოძრავებელი ძალა წუთისოფელში მძვინვარე „ამა სოფლის თავადის“ წინააღმდეგ!

ცხოვრება გრძელდება! ყოვლადძლიერი, ყოვლადმოსიყვარულე, ყოვლადმეცნიერი ღვთის შვილებს უცილობლად გვმართებს ღვთივბოძებული სულიერი, ფიზიკური, ინტელექტუალური და გონითი უნარების განვითარება, რათა ვძლიოთ წუთისოფელსა და ყოფიერების მავნე სულისკვეთებას!

თქვენ შორის არაერთია, რომლის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი, მეგობარი განსაცდელშია; ზოგი საპატიმროშია, ზოგი მძიმე ავადმყოფობას ებრძვის, ზოგიც სხვა გარემოებათა გამო მძიმე განსაცდელშია.

თითოეულ თქვენგანს, პირადად, და ყველას ერთად, ჩემს ძვირფას და საყვარელ სამწყსოს, გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს და გლოცავთ!"