მეუფე გრიგოლ კაციას განცხადებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი სინოდის დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა.
როგორც მეუფე გრიგოლმა ჟურნალისტებს განუცხადა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქია პატრიარქს დაქვემდებარებაში იქნება.
„ზენონი ჯანმრთელობის მსგომარეობის გამო სხდომას არ ესწრებოდა. პატრიარქის დაქვემდებარებაში იქნება დიდი ბრიტანეთის ეპარქია“, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.
საქართველოს საპატრიარქომ 18 ნოემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ წმინდა სინოდის წევრების გადაწყვეტილებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან გათავისუფლდა.
შეგახსენებთ: სინოდის სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა. სინოდი დილის 12 საათზე შეიკრიბა, თუმცა სხდომა მთელი 5 საათის დაგვიანებით დაიწყო.