წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს კვირას, 22 მარტს სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

ოფიციალურ გადაწყვეტილებამდე სინოდის წევრები და სასულიერო პირები, მედიასთან ცალკეულად ამბობდნენ, რომ თავად პატრიარქის სურვილიც სიონის ეკლესიაში დასაფლავება იყო.

სიონის ტაძარს აქვს საძვალე, სადაც დაკრძალული არიან ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ცნობილი სასულიერო პირები, საზოგადოებრივი მოღვაწეები, სამეფო ოჯახის წევრები და თავადიშვილები. სიონის ტაძარში დაკრძალული არიან კათოლიკოს-პატრიარქები:

კირიონ მეორე (1855-1918);

ლეონიდე (1861-1921);

ამბროსი (1861-1927);

ქრისტეფორე (1873-1932);

კალისტრატე (1863-1952);

მელქისედეკ III (1872-1960);

ეფრემ II (1896-1972);

დავით V (1903-1977).

კი­რი­ონ II (ერის­კა­ცო­ბა­ში - გი­ორ­გი იე­რო­ნი­მეს ძე სა­ძაგ­ლიშ­ვი­ლი) და­ი­ბა­და 1855 წლის 10 ნო­ემ­ბერს ქვე­მო ნი­ქოზ­ში, გო­რის მაზ­რა­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1918 წლის 27 ივ­ნისს, მარ­ტყოფ­ში. ქარ­თვე­ლი ის­ტო­რი­კო­სი, სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე. სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნის შემ­დეგ (1917-1918 წლე­ბი). სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის მიერ 2002 წელს წმინ­და­ნა­დაა შე­რა­ცხუილი.  

ლე­ო­ნი­დე (ერის­კა­ცო­ბა­ში ლონ­გი­ნოზ ოქ­რო­პი­რი­ძე) და­ი­ბა­და 1861 წლის 15/28 თე­ბერ­ვალს გო­რის მაზ­რის სოფ. ნა­ქა­ლა­ქევ­ში.

პირ­ველ­და­წყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო თბი­ლი­სის სა­სუ­ლი­ე­რო სას­წავ­ლე­ბელ­ში, შემ­დეგ სწავ­ლობ­და თბი­ლი­სი­სა და სტავ­რო­პო­ლის სე­მი­ნა­რი­ებ­ში.

1921 წლის 11 ივ­ნისს პატ­რი­არ­ქი შავი ჭი­რის ეპი­დე­მი­ით გარ­და­იც­ვა­ლა. დაკ­რძა­ლეს თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში, სა­დაც დღემ­დე გა­ნის­ვე­ნებს XX ს-ის სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ღირ­სე­უ­ლი მა­მამ­თა­ვა­რი.

ამ­ბრო­სი (ერის­კა­ცო­ბა­ში ბე­სა­რი­ონ ზო­სი­მეს ძე ხე­ლა­ია) და­ი­ბა­და 1861 წლის 7 სექ­ტემ­ბერს სა­მურ­ზა­ყა­ნო­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1927 წლის 29 მარტს, თბი­ლის­ში.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1921-1927 წლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რი.

ქრის­ტე­ფო­რე III (ერის­კა­ცო­ბა­ში ქრის­ტე­ფო­რე მურ­მა­ნის ძე ციცქიშ­ვი­ლი). და­ი­ბა­და 1873 წლის 27 მარტს ვერ­ტყვი­ჭა­ლა­ში, შო­რაპ­ნის მაზ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა 1932 წლის 23 იან­ვარს, თბი­ლის­ში.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1927–1932 წლებ­ში.

კა­ლის­ტრა­ტე (ერის­კა­ცო­ბა­ში კა­ლის­ტრა­ტე (ბი­ჭი­კო) მი­ხე­ი­ლის ძე ცინ­ცა­ძე) და­ი­ბა­და 1866 წლის 24 აპ­რილს, ტო­ბა­ნი­ერ­ში, ვა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და გარ­და­იც­ვა­ლა 1952 წლის 3 თე­ბერ­ვალს თბი­ლის­ში.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, მეც­ნი­ე­რი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1932–1952 წლებ­ში. 2016 წლის 22 დე­კემ­ბერს სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დებ­ლურ­მა ეკ­ლე­სი­ამ კა­ლის­ტრა­ტე ცინ­ცა­ძე წმინ­და­ნად შე­რა­ცხა.

მელ­ქი­სე­დეკ III (ერის­კა­ცო­ბა­ში - მი­ხე­ილ გი­ორ­გის ძე ფხა­ლა­ძე. და­ი­ბა­და 1872 წლის 2 ნო­ემ­ბერს ყან­და­უ­რა­ში, სიღ­ნა­ღის მაზ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა 1960 წლის 10 იან­ვარს თბი­ლის­ში.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1952-1960 წლებ­ში.

ეფ­რემ II (ერის­კა­ცო­ბა­ში - გრი­გოლ შიოს ძე სი­და­მო­ნი­ძე) და­ი­ბა­და 1896 წლის 19 ოქ­ტომ­ბერს სო­ფელ დო­ე­სი, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტი და გარ­და­იც­ვა­ლა 1972 წლის 7 აპ­რილს.

ქარ­თვე­ლი სა­სუ­ლი­ე­რო და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი - 1960-1972 წლებ­ში.

და­ვით V (ერის­კა­ცო­ბა­ში - ხა­რი­ტონ ჯი­ბოს ძე დევ­და­რი­ა­ნი) და­ი­ბა­და 1903 წელს 6 აპ­რილს სო­ფელ მი­რონ­წმინ­და­ში და გარ­და­იც­ვა­ლა 1977 წლის 9 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი და მცხე­თა-თბი­ლი­სის მთა­ვა­რე­პის­კო­პო­სი 1972–1977 წლებ­ში.

შეგახსენებთ: 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.

1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, ის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ილია მეორე გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.

კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.