საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, (თბილისი-სენაკის მიმართულება), მდინარე არაგვის სახიდე გადასასვლელის მარჯვენა სამოძრაო ზოლზე, დაზიანებული სავალი ნაწილის შეკეთების სამუშაოები განსაზღვრულ დროზე ადრე დასრულდა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.









