ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უცხოა ქალთა მიმართ მსგავსი ტიპის მოპყრობა, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს, არა მხოლოდ როგორც სახალხო დამცველი, არამედ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე და გოგოს მამა მივედი და სოლიდარობა გამოვხატე დღევანდელი აქციის იდეის მიმართ. ამ ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობა და ჩაგვრა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კულტურისთვის სრულიად უცხოა ქალთა მიმართ მსგავსი ტიპის მოპყრობა. ჩვენი ისტორიული წარსული სხვა არაფერია, თუ არა თანასწორუფლებიანობის ერთგულება და პატივისცემა, რაც დღესაც ჩვენი ქვეყნის იდენტობის მთავარ ღირსებად მიმაჩნია. სწორედ ამიტომ, ყველამ ერთად უნდა დავგმოთ ქალთა მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა და მუდმივად ვიყოთ ამ უფლებების დაცვის სადარაჯოზე“, – წერს ლევან იოსელიანი.