საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
„18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღსანიშნავად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში დამთვალიერებლებისთვის შესვლა უფასო იქნება.
მთელი დღის განმავლობაში თითოეულ მუზეუმში სხვადასხვა საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი.
გარდა ამისა, 23 მაისს, პროექტ „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებში ღამის ღონისძიებები მოეწყობა.
პროგრამის მიმდინარეობისას დასწრება თავისუფალია, ხოლო დღის განმავლობაში მუზეუმები დამთვალიერებლებს ჩვეული რეჟიმით უმასპინძლებენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.




