თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარმა  წევრმა კონსტანტინე ზარნაძემ საზოგადოებას საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა

საკრებულოს წევრი საანგარიშო პერიოდში საკრებულოს 14 სხდომას დაესწრო და 105 დადგენილებისა და 615 განკარგულების განხილვაში მიიღო მონაწილეობა.

კონსტანტინე ზარნაძე ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 18 სხდომას დაესწრო და 26 საკითხი განიხილა.

მანვე, როგორც ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრმა, კომისიის 19 სხდომაში მიიღო მონაწილეობა და განიხილა 282 საკითხი, ასევე სარევიზიო კომისიის 10  სხდომას დაესწრო და 30  საკითხი შეისწავლა.

ანგარიშის წარდგენისას კონსტანტინე ზარნაძემ სამაჟორიტარო წარმომადგენლობის მუშაობაზეც ისაუბრა. საანგარიშო პერიოდში  გლდანის რაიონის წარმომადგენლობის ორ მისამართზე მოქალაქეების 40  მიღება გაიმართა. გლდანის რაიონის  მაჟორიტარი დეპუტატი  ინდივიდუალურად 1000-მდე მოქალაქეს შეხვდა. მოსახლეობის მომართვის საფუძველზე სხვადასხვა ლოკაციაზე  60-მდე გასვლითი შეხვედრა ჩატარდა.

წარმოდგენილ ანგარიშში წლის განმავლობაში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზეა საუბარი. წარდგენისას საკრებულოს წევრმა რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტზე გაამახვილა ყურადღება.

საანგარიშო პერიოდში სისხლის უანგარო დონაციის აქცია 2-ჯერ ჩატარდა. ადგილობრივი ორგანიზაციების თანამშრომლებმა და მოხალისეებმა მოისმინეს სემინარი სისხლის დონაციის შესახებ და 100-მდე ადამიანმა უანგაროდ გაიღო სისხლი.

სოციალური აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებმა ასობით სოციალურად დაუცველმა და შშმ პირმა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მედი-group-თან თანამშრომლობით საანგარიშო პერიოდში  3 უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა. აქციის ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებმა ასობით სოციალურად დაუცველმა და შშმ მოქალაქემ უფასო სამედიცინო მომსახურება მიიღო.

საანგარიშო პერიოდში კაპიტალურად კეთილმოეწყო 11 მისამართზე არსებული სკვერი. მე-3  მიკრორაიონის სკვერში განთავსდა ბავშვთა გასართობი ზონები, მოსასვენებელი პავილიონები, კალათბურთის მოედანი, ველობილიკი და ფიტნეს სივრცე. ასევე დაირგო 469 სხვადასხვა სახეობის ხე, 396 ბუჩქი და დაიგო ბალახი. ავჭალა-კონიაკის დასახლებაში მოეწყო 4 კმ-მდე ველობილიკი, სკეიტპარკი, აგრეთვე  სატრენაჟორო  და ბავშვთა გასართობი სივრცეები,  ჯამში -  52 000 კვადრატულ მეტრზე მეტი გამწვანებული სივრცე.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, 2023 წელს გლდანის რაიონში ჩატარდა კულტურული, სპორტული და საგანმანათლებლო  ღონისძიებები, ინტელექტუალური კონკურსი  „რა? სად? როდის?“,  სპორტული ტურნირი ,,გლდანის თასი მინი ფეხბურთში 2023“ და  ,,გლდანის თასი კალათბურთში 2023“.

თბილისის საკრებულოში ანგარიშის პრეზენტაციას საკრებულოს წევრები, გლდანის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.