"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, 3 მარტიდან ზოგიერთი სარკინიგზო რეისი აღდგება, რეისების ნაწილი კი დროებით არ შესრულდება.
ყველა გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება.
"ძვირფასო მგზავრებო!
საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ 3 მარტიდან შესრულდება შემდეგი რეისები:
№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი;
№6355/6356 ქუთაისი-რიონი;
№6353/6354 ქუთაისი-რიონი;
№618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი;
№686 თბილისი-ბორჯომი;
ასევე გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო, უქმდება რამდენიმე რეისი, კერძოდ:
3 მარტს - №685 ბორჯომი-თბილისი;
3-4 მარტს:
№682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი;
№613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი;
აქვე განვმარტავთ, რომ საქართველოს რკინიგზის რეისები ყველა მიმართულებაზე ეტაპობრივად განახლდება. კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური სრულად ანაზღაურდება", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.