10-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი უკრაინაში - რაც ძირითად შემიძლია ეს არის ჰუმანიტარული, ან ფინანსური დახმარება - ამის შესახებ „ფორმულას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გიორგი თარგამაძესთან ინტერვიუში განაცხადა.
„რამდენიმე მიზეზი არის, რატომაც ახლა ვმოგზაურობ უკრაინაში. მე მაქვს გარკვეული ბიზნესინტერესები უკრაინაში, თუმცა ეგ არ არის ახლა მთავარი მიზეზი, რატომაც ჩავდივარ. საკმაოდ ხშირად ვარ, ალბათ, 10-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი უკრაინაში, რაც ომი დაიწყო მას შემდეგ. მათ შორის ეს არის, ბუნებრივია, მაქსიმალურად დახმარება, თუ რამით არის შესაძლებელი. მე რაც ძირითადად შემიძლია, არის ჰუმანიტარული დახმარება, ან ფინანსური დახმარება სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ჩვენ შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ. ეს არის მიზეზი, რატომაც ხშირად, ასე ხშირად დავდივარ იქ“, - აღნიშნა დავით კეზერაშვილმა.