თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა ვაკის რაიონში, ყაზბეგის გამზირის N32-34-ის მიმდებარედ არსებული სკვერის რეაბილიტაცია განახორციელა.

სკვერის ტერიტორიაზე, რომლის ფართობი 0,2 ჰექტარია, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, სასმელი წყლის შადრევანი და გარე განათების სისტემა.

დასრულებულ სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად გაეცნო.

„ყაზბეგის გამზირზე მდებარე სკვერს, სადაც ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო, ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საცხოვრებელი კორპუსია, დიდი სივრცე არ გვაქვს, თუმცა მაქსიმუმი გავაკეთეთ. საუბარია, დაახლოებით, ორი ათას კვადრატულ მეტრზე. ადგილობრივ მოსახლეობას, პატარებს ექნებათ შესაბამისი სივრცე, სადაც შეძლებენ, ნორმალურ გარემოში ივარჯიშონ, გაერთონ, დაისვენონ. გავაგრძელებთ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას ყველა რაიონში, უბნების დონეზე შევალთ და თუნდაც პატარა სივრცეებს მაქსიმალურად მოვაწესრიგებთ, გავამწვანებთ, განვაახლებთ, რათა, პირველ რიგში, ადგილობრივებს ჰქონდეთ ნორმალურ გარემოში დასვენების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

განახლებულ რეკრეაციულ სივრცეში განთავსდა საპარკო ავეჯი და განხორციელდა გამწვანების სამუშაოებიც. კერძოდ, ტერიტორიაზე შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, 800 კვ.მ ფართობზე დაითესა ბალახი და დაირგო 382 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 574 539 ლარი შეადგინა.

რეაბილიტირებული სკვერი კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილეებმა - ირაკლი ბენდელიანმა და ანდრია ბასილაიამ, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა პაატა ტოგონიძემ, ვაკის რაიონის გამგებელმა ლევან ყიფიანმა, ასევე, პარლამენტისა და