რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები - ასე აფასებს კახა კალაძე ოპოზიციის განცხადებებს. 

დედაქალაქის მერმა დღეს მედიას გუბაზ სანიკიძის განცხადებასთან დაკავშირებით უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, რადიკალიზმს პასუხი საზოგადოების მხრიდან გაეცემა. 

„ესეც იმ რადიკალიზმის ნაწილია, რასაც ბოლო წლების განმავლობაში ვხედავთ. ბოლო თვეების  განმავლობაში ფაშიზმი გამძაფრებულია, თუმცა რადიკალიზმი და ფაშისტური ქმედებები, რასაც დღეს ვხედავთ, ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის, ყოველთვის გაეცემათ შესაბამისი პასუხი ჩვენი საზოგადოების მხრიდან და ეს ადამიანები ყოველთვის იქნებიან იქ, სადაც დღეს იმყოფებიან. ვიცით, სადაც იმყოფებიან. ამაზე საუბრობს გვარამია, რას წარმოადგენენ. ამაზე თავად გუბაზ სანიკიძე საუბრობს და კარგ შეფასებებს აკეთებს იმაზე, თუ რას წარმოადგენს დღეს რადიკალური ოპოზიცია და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს დავტოვებთ იქ, სადაც დღეს არიან“,  - განაცხადა კახა კალაძემ.