29 ივნისის ჩათვლით თბილისი–თელ ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები უსაფრთხოებიდან გამომდინარე გაუქმებულია.
ამის შესახებ „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ბილეთის გადაცვლა ან თანხის დაბრუნება შესაძლებელია ბილეთის შეძენის ადგილას.
„ჯორჯიან ეარვეისი“, თელ-ავივის გარდა, სხვა მიმართულებებით დაგეგმილ რეისებს, შეუფერხებლად, განრიგის მიხედვით ასრულებს“, – აღნიშნულია „ჯორჯიან ეარვეისის“ განცხადებაში