აქონდროპლაზია არ არის დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს ინტელექტუალურ განვითარებასა და სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, – აღნიშნულის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

ივანე ჩხაიძის განცხადებით, პრეპარატ „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით კონკრეტული პროტოკოლი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს.

„არ არსებობს არცერთი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება, ჰქონდეს კონკრეტული პროტოკოლი ამ მედიკამენტთან დაკავშირებით ან იყოს სახელმწიფო დაფინანსება სრულად დაფარული. რა შეიძლება, შესთავაზოს სახელმწიფომ ამ ბავშვებს, რაზეც იყო საუბარი, არსებული პრობლემების, გართულებების თუ სხვადასხვა სერვისების უფასო შეთავაზება, ძალიან მნიშვნელოვანია. პროტოკოლზე მუშაობს მულტიდისციპლინური ჯგუფი და იმედი გვაქვს, რომ მოკლე ხანში ეს პროტოკოლიც მზად იქნება“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ინფორმაციას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს