იუსტიციის სახლმა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი – „შეფასების ერთიანი სისტემა“ (CAF) წარმატებით დანერგა და ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი მოიპოვა.
CAF (Common Assessment Framework) არის ევროპული ხარისხის მართვის ინსტრუმენტი, რომელიც საჯარო სექტორმა საკუთარი საჭიროებების გათვალისწინებით შექმნა. აღნიშნული სისტემა შემუშავდა ევროპული საჯარო ადმინისტრირების ქსელის (EUPAN), ევროკავშირის საჯარო მმართველობაზე პასუხისმგებელი მინისტრებისა და საჯარო ადმინისტრირების ევროპული ინსტიტუტის (EIPA) თანამშრომლობით.
იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში პირველი საჯარო უწყებაა, რომელმაც ეს მოდელი დანერგა და წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი.
CAF-ის მიზანია, ხელი შეუწყოს საჯარო უწყებების შედეგებზე ორიენტირებულ საქმიანობას, ორგანიზაციული თვითშეფასებისა და სისტემატური გაუმჯობესების გზით.
ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.