საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) 2023 წლის 14 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში რესპონდენტებთან პირისპირ ინტერვიუების ფორმით ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, უახლოეს შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელს პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 25% აცხადებს, რომ მისი პირველი არჩევანი „ქართული ოცნება" იქნებოდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 1200-მა მოქალაქემ. ცდომილება +/- 2,5%-ის ფარგლებშია