საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, საპატრიარქოში კათოლიკოს-პატრიარქისა და მღვდელმთავრების შეხვედრა გაიმართა, რა დროსაც კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები განიხილეს.
„20 თებერვალს საქართველოს საპატრიარქოში შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის შეხვედრა მღვდელმთავრებთან. განხილულ იქნა შემდეგი თემები: ნარკოტიკების მომხმარებელთა ზრდა, მომხმარებლის ასაკის შემცირების, კლუბური ნარკოტიკისა და აზარტული თამაშების რეგულაციების შესრულების პრობლემები, ოჯახის მხარდაჭერის საკითხები და სხვა. გამოითქვა მოსაზრებები ეკლესიის მხრიდან ქმედითი ნაბიჯების გადადგმისათვის. მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ დალოცა შეხვედრის მონაწილენი და სრულიად საქართველო“, – ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საპატრიარქო ავრცელებს.