13 და 14 ივნისს, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი და ფრანგულენოვანი პრესის კავშირი - საქართველო გიწვევთ ღონისძიებაზე "იდეების ღამე" 2023.წელს, ღონისძიების თემაა მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება ინფორმაციის დაჩქარების კონტექსტში.

 ღონისძიება გაიმართება ორ ნაწილად. 13 ივნისს, პირველი ნაწილი დაეთმობა საჯარო ლექციას, დებატებსა და პრაქტიკული სამუშაო შეხვედრებს ჟურნალისტიკის და მედიის ექსპერტებთან საქართველოდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ის ღიაა ფართო საზოგადოებისთვის, უფასოა და წინასწარი რეგისტრაციის გარეშე

მეორე დილით, 14 ივნისს, ჩატარდება უფასო ნახევარდღიანი ტრენინგი დეზინფორმაციის წინააღმდეგ საჭირო პრაქტიკის შესახებ, რომელიც განკუთვნილია მედია პროფესიონალებისთვის. ადგილების რაოდენობა შეზღუდულია. ამიტომ, თუ მონაწილეობას გეგმავთ, გთხოვთ ჩაეწეროთ რაც შეიძლება მალე !
https://docs.google.com/.../1FAIpQLSdIc4Ji4xsyE3.../viewform