მოსწავლეებისთვის კარგი სიახლე გვაქვს📢 ეკოთავგადასავალი იწყება🍀🎒

🔎 8 ოქტომბრიდან I-VI კლასის მოსწავლეებს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ელოდებათ გასართობ-შემეცნებითი პროგრამა, რომელიც სასწავლო თეორიულ-პრაქტიკული კომპონენტებითაა დატვირთული და მოსწავლეს აძლევს შესაძლებლობას გაეცნოს, აღმოაჩინოს მცენარეთა სამყარო და სხვადასხვა აქტივობაში ჩაერთოს
⏰ ხანგრძლივობა - 1 საათი
მონაწილეთა რაოდენობა - 15 მოსწავლე
ტარიფი: ჯგუფზე 60 ლარი; დამატებით შემოსვლის საფასური მოსწავლეებზე 50 თეთრი, ზრდასრულებზე 4 ₾
თუ მოსწავლეთა რაოდენობა 15-ს აღემატება, ჯგუფი ორად იყოფა. ორივე ჯგუფს აქტივობები პარალელურად ჩაუტარდება ორი სპეციალისტის დახმარებით. ზოგიერთ აქტივობას ერთობლივად შეასრულებენ, ზოგს კი - ცალ-ცალკე
☑️ აქტივობები:
🟢 მცენარეთა თესლის დათესვა
🟢 არტთერაპიული სავარჯიშოები
🟢 სენსორული მცენარეების შესწავლა
🟢 ბიომრავალფეროვნების კომპონენტების გაცნობა
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მასწავლებლის მიერ აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია
📩 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით 0322 18 00 61 ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 17:00

ინფორმაციას ეროვნული ბოტანიკური ბაღი ავრცელებს.