დედაქალაქის საკრებულოში გამართულ სხდომაზე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე უმრავლესობის გადაწყვეტილებით გურამ ოქროპირიძე აირჩიეს. გიორგი ჩაკვეტაძე, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიას ხელმძღვანელობდა, საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა.
გურამ ოქროპირიძე 2021 წლიდან არის თბილისის მუნიციპალიტეტის VII მოწვევის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის, ასევე სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრი, 2022 წლიდან დღემდე კი - ევროპის რეგიონთა და მუნიციპალიტეტთა საბჭოს CEMR-ის ახალგაზრდა არჩეულ თანამდებობის პირთა კომიტეტის წევრი.