გლდანის “ა” მიკრორაიონში, N55-58 კორპუსებთან, დაახლოებით, 12 000 კვ.მ. ფართობზე რეკრეაციული სივრცე მოეწყობა.
სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და კახა გულედანთან ერთად გაეცნო.
„პროექტით გათვალისწინებულია არსებული სივრცის სრულად მოწესრიგება. დაირგვება ხე-მცენარეები, დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. მოეწყობა განათება, საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ზონები, ფიტნეს ზონა, დასასვენებელი პავილიონები, საკალათბურთო და საფეხბურთო მოედნები. საბოლოო ჯამში, ეს სივრცე ადგილობრივებს დასვენებისა და განტვირთვის შესაძლებლობას მისცემს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მერთან ერთად ადგილზე გლდანის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ კალაძე და საკრებულოს დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე იმყოფებოდნენ.