თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად ნუცუბიძის IV მიკრორაიონის N17 და N18 კორპუსებთან დასასვენებელი სივრცისა და სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. გიორგი ტყემალაძე და დავით კვინიკაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეს სამუშაოები ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში მიმდინარეობს.
„ვაკის რაიონში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ნუცუბიძის IV მიკრორაიონს კიდევ ერთი კეთილმოწყობილი დასასვენებელი სივრცე შეემატება“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის ფარგლებში ტერიტორია ყველა შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვება, გარდა ამისა, მოეწყობა საბავშვო მოედანი, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და განახლდება სტადიონი.