საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის 2024 წლის ყველა კურსდამთავრებულმა წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და გახდა სტუდენტი. მათმა უმრავლესობამ, 60%-მა მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტი.
მათ შორის, კურსდამთავრებულთა 12%-მა მოიპოვა 100%-იანი გრანტი, 15%-მა მიიღო 70%-იანი გრანტი, ხოლო კადეტების 33% დაფინანსდება 50%-იანი გრანტით.
ლიცეუმის კურსდამთავრებულები ყოველწლიურად წარმატებით აბარებენ ერთიან ეროვნულ გამოცდებს, რასაც ხელს უწყობს სწავლების მაღალი ხარისხი, სასწავლებელში არსებული ჯანსაღი გარემო, მასწავლებლებისა და
სერჟანტ-ინსტრუქტორების გუნდური მუშაობა, ასევე, ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური სასწავლო ბაზა.