ხელოვნების სასახლის დირექტორი, გიორგი კალანდია mona.ge-s სიაში შეყვანასთან დაკავშირებით CNews-თან ისაუბრა.
„ტყუილია ეს ყველაფერი, ამის არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რაც შეეხება ჩემს ახალსტატუსს, საქართველოს ისტორიის ამ პერიოდში, ძალიან თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიანღირსეული არის ასეთი შეფასება ჩემთვის, ამას ვამბობ იმიტომ, რომ მეორე მხარე, რომელიც ამას ამბობს ჩემზე, ძალიან უხერხულად გამოიყურება, ასე რომ ამ სტატუსთან დაკავშირებით თავი სმართლებას არ ვაპირებ, ყველაფერს აფასებს ისტორია“, - განაცხადა კალანდიამ.
გარდა ამისა, კალანდია დეტალურად გვიყვება იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში დადიანების სასახლეში.
„ახლა რაც შეეხება, რეალობას. რეალობა არის ასეთი, რომ არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი იმისა, რასაც ქალბატონი ელზა ზოდელავა ამბობს არ არსებობს, რადგანაც მე არ ვარ ზუგდიდის დადიანების სასახლეების დირექტორი და მე არ შემიძლია იქიდან თანამშრომლის გაშვება. მე ვარ სტრატეგიული განვითარების საბჭოს თავმჯდომარე და აქედან გამომდინარე იურიდიულად მე თანამშრომელს სამსახურიდან ვერ გავუშვებ.
ახლა რაში არის საქმე, რა არის მთავარი საკითხი, ქალბატონი ზოდელავა სამსახურიდან არის გაშვებული იმის გამო, რომ მან განახორციელა უკანონო მიყურადება და ფარული ჩაწერა თანამშრომლის და შემდეგ ეს ჩანაწერი უკანონოდვე გამოიყენა. ამის მტკიცებულება არსებობს და სწორედ ამ მტკიცებულების საფუძველზე ის არის გათავისუფლებული სამსახურიდან და უფრო მეტიც, სასამართლოს ორივე ინსტანციაში მას ეს პროცესები წაგებული აქვს.
ჩემი შენ გითხარიო, გული მოგიკალიო - ანუ რასაც თავად ახორციელებდა ის დაგვაბრალა ჩვენ. თუმცა მან ეს დაგვაბრალა მტკიცებულების გარეშე, რადგანაც ის ვერ წარუდგენს საზოგადოებას ვერცერთ ჩანაწერს ჩვენს მიერ გაკეთებულს, ვინაიდან ეს ჩვენთვის დამახასიათებელი არ არის, მან კი ეს ჩანაწერები განახორციელა და ჩემს მესენჯერში ეს უკანონო ჩანაწერი ახლაც ინახება, რომელიც მან თავად გამომიგზავნა. თუ როგორ ჩაწერა ჩუმად თანამშრომელი, როგორ აბრალებდა მას ნივთის ქურდობას, არც ერთი დადასტურდა, არც მეორე და ორივე სასამართლო პროცესი პირველ ინსტანციაშიც და მეორე ინსტანციაშიც, რაც ძალიან იშვიათად ხდება, არცერთი მუხლი მისი საჩივრის, არ დაკმაყოფილდა და სასამართლომ ყველაფერში ცნო ის დამნაშავედ. აქედან გამომდინარე, ეს არის ახლა კომუნისტურ-ნაცისტური პასუხი იმაზე, რაც თავად ჩაიდინა“, - განუცხადა კალანდიამ CNews-ს.