30 წელზე მეტია სამუზეუმო სფეროში ვარ, რაც თავი მახსოვს სულ იმას ვდარდობდით, რომ ამ ქვეყნიდან უნიკალური ხელოვნების ნიმუშები ტოტალურად გაჰქონდათ, ბოლო ორი წელია პირიქით ხდება! ამჯერად უცხოეთიდან საქართველოს კუთვნილ ნივთებს უკვე სამშობლოში ვაბრუნებთ... მეც მიხარია და მადლიერი ვარ კულტურის სამინისტროსი, რომელმაც ამ საქმეს გასული წლიდან ჩაუყარა საფუძველი. - ამის შესახებ ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში წერს.
"ამ უნიკალური ტილოს ავტორი დიდი ფრანგი მხატვარი ჟოზეფ კონსტანტია, საქართველოდან 20-იან წლებში გატანილმა ამ ტილომ შეიძლება ითქვას თავად გვიპოვა, მას დიდი ხნის ძიების შემდეგ ლონდონში მივაკვლიეთ (ეს ცალკე ისტორიაა რომელსაც მოგვიანებით მოვყვები).... ახლა კი მთავარი კითხვა, ვინ არის ტილოზე გამოსახული? რამდენიმე ვერსიაა:- ზოგი მას ქართველ უფლისწულად მიიჩნევს, ზოგი აფხაზ ან ჩერქეზ თავადიშვილად.
მეცნიერი აკაკი ჭანტურია წერდა:"უფლისწულს წითლის ყაბალახის გარდა თეთრი ჩოხა ლურჯის ფუნჯებით აცვია, ხელი ალპატოვისეულ ხმალზედ უდევს. ეს ყმაწვილი ფრიად მგვანებია აწ განსვენებულის მინგრელსკის ვაჟს ნიკო ნიკოს ძე დადიანს, მაგრამ მყარი საბუთი ამისა არ არის"... სიამოვნებით მოვისმენ თქვენს ვერსიებს, თქვენ რას ფიქრობთ?" - წერს გიორგი კალანდია