ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოლოგი გია მურღულია წერს:
"როცა ცხოვრება ასეთ კარტს დაგირიგებს - "დაბალსა" და უკოზიროს, მაშინ უნდა აჩვენო სხვას და საკუთარ თავსაც, რას ნიშნავს "კარგად თამაში"."ღმერთის საჩუქრებით" თავის გატანა და "წარმატების" მიღწევა ყველას ხელეწიფება.განსაცდელი სიხარულზე არანაკლებად გასწავლის, თუ აღქმა, გააზრება და შესაბამისი მოქმედება შეგიძლია."დურაკები" წარუმატებლობას ყოველთვის დარიგებულ კარტს ("ბედსო", ამბობენ) აბრალებენ, ჭკვიანი კი საკუთარ პასუხისმგებლობასა და განვითარებაზე ფიქრობს.კარგი მოსწავლისთვის ყველაფერი გაკვეთილია."