გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი აცხადებს, რომ მსჯავრდადებული მიხეილ სააკაშვილი ფიზიკურად არ გაუსიჯნავს. ამის შესახებ გასტროენტეროლოგმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე მსჯელობენ.
როგორც სტიუარტ ფინკელმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილს აძლევდნენ მედიკამენტებს, რომლებიც არ არის დამტკიცებული.
პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კითხვაზე, „ექსპერტმა განმარტა, რომ იცნობს ქართული ჯანდაცვის სტანდარტს და კანონმდებლობას, იცის თუ არა, რომელი დაუმტკიცებელი მედიკამენტი მიეწოდა მსჯავრდადებულს ქართული კანონმდებლობით, სტიუარტ ფინკელმა განაცხადა: „მე ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს, მე მაქვს დოკუმენტი, რომელიც ეხება კარგი პრაქტიკის სტანდარტებს“.
ამასთან, პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლის კიდევ ერთ კითხვაზე, რას გულისხმობს დაუმტკიცებელ მედიკამენტებში, გასტროენტეროლოგმა აღნიშნა: „მე ვიგულისხმე, რომ ეს მედიკამენტები არ არის ცნობილი, როგორც უსაფრთხო და სასარგებლო, ვფიქრობ, ეს მედიკამენტები არ არის დამტკიცებული საქართველოში, რამდენადაც ისინი არ არის დამტკიცებული ამერიკის წამლის სააგენტოს და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ვფიქრობ, ჩემი კვლევა ჩავატარე ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მე უშუალოდ ფიზიკურად პაციენტი არ გამისინჯავს“.
წყარო: საქართველოს პირველი არხი.