აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დანიგანი ბათუმს ეწვია, სადაც მასტერკლასზე ქართული ხაჭაპური მოამზადა.

"გუშინ, ელჩი დანიგანი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მდებარე USAID-ის მხარდაჭერილ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ, აგროჯგუფს ეწვია. ჩირისა და მურაბების წარმოებისთვის აგროჯგუფი პროდუქტებს ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს და შესაბამისად, ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას რეგიონში.

ბათუმში სტუმრობისას, არ დაგავიწყდეთ ეწვიოთ მათ შესანიშნავ ღვინის მარანსა და რესტორანს, რომელიც მომხმარებლებს ხაჭაპურის მასტერკლასებს სთავაზობს! მოხარულები ვართ, რომ უკვე რამდენიმე წელია აქტიურად ვთანამშრომლობთ აგროჯგუფის გუნდთან და ერთად აღვნიშნავთ მათ მიღწევებს.

USAID-მა მხარი დაუჭირა აგროჯგუფს საწარმოს გააფართოებაში, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წარმოება და გაზარდა ადგილობრივი ფერმერებისგან შესყიდული პროდუქტების რაოდენობა", - ნათქვამია საელჩოს პოსტში.