დღეს, 19 მარტს, საღამოს, 20:00 საათზე, პატრიარქის ნათლულები აწყობენ ფეხით მსვლელობას ავლაბრის მეტროდან სამების ტაძრამდე.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს 93 წლის ასაკში გარდაუცვალა.
პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.




