თბილისის მერიის ინფორმაციით, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ივერთუბნის დასახლებაში მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობას განაგრძობს. ამჯერად, წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელები ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე მოეწყობა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო, 14 სექტემბრიდან ორი თვის განმავლობაში, ჯუმბერ ბეთაშვილის ქუჩაზე ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება. კერძოდ, შეზღუდვა შეეხება ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ბეთაშვილისა და მერი შერვაშიძის ქუჩების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ბეთაშვილისა და ზამთრიანის ქუჩების კვეთიდან, ნიკოლოზ ხუდადოვისა და მერი შერვაშიძის ქუჩების გამოყენებით. ასევე, იოსებ ჟორდანიას ქუჩის, მერი შერვაშიძის II შესახვევისა და მერი შერვაშიძის ქუჩის გამოყენებით.
ამასთანავე, ავტომობილები იმოძრავებენ ბეთაშვილისა და შერვაშიძის ქუჩების კვეთიდან შერვაშიძის, ხუდადოვისა და ზამთრიანის ქუჩების, შერვაშიძის ქუჩის, შერვაშიძის II შესახვევისა და იოსებ ჟორდანიას ქუჩის საშუალებით.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!