მემორანდუმს ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ დავით იოსებაშვილმა და ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირინე დანელიამ მოაწერეს.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტოსა და ბოტანიკურ ბაღს შორის გაგრძელდება თანამშრომლობა სამეცნიერო კვლევების, ბიომრავალფეროვნების შესწავლისა და საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით.
მემორანდუმის ფარგლებში, სააგენტო ბოტანიკურ ბაღს გაუზიარებს მრავალწლიან გამოცდილებას გარემოსდაცვითი საგანმანათლებლო აქტივობებისა და ვიზიტორთა პროგრამების განხორციელების მიმართულებებით; მემორანდუმი ხელს შეუწყობს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) „წითელი ნუსხით” დაცული მცენარეების კვლევას.
აღსანიშნავია, რომ დაცული ტერიტორიების სააგენტო ეროვნულ ბოტანიკურ ბაღთან 2014 წლიდან თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი მნიშვნელოვანი კვლევა და ერთობლივი ეკოსაგანმანათლებლო აქტივობა განხორციელდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით.