გამოფენის მონაწილეები და დამთვალიერებლები საქართველოს დაცული ტერიტორიების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს გაეცნენ, ინფორმაცია მიიღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; გამოფენის ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები.
საერთაშორისო გამოფენა „Riyadh Travel Fair” აკავშირებს ტურიზმის სფეროში მოღვაწე წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, ბუნების მოყვარულებს, მოგზაურებს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებისა და ტურისტული სერვისების პოტენციალის აღმოსაჩენად. ყოველწლიურად გამოფენას 30 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან.
აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა ბოლო წლებში მნიშვნელოვნად იზრდება; სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს დასავლეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები იწვევს. შესაბამისად, საუდის არაბეთში დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია კიდევ უფრო შეუწყობს ხელს საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ვიზიტორთა ნაკადების გაზრდას.
დაცული ტერიტორიები სააგენტომ გამოფენაში მონაწილეობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიიღო.