ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნადეჟდა ნეინსკი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს სამძიმრის წერილს უგზავნის.

როგორც სამძიმრის წერილშია აღნიშნული, თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, ილია მეორე განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას, ქართველი ერის ერთიანობის შენარჩუნებას.

„თქვენო აღმატებულებავ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ნეტარ მიძინებასთან დაკავშირებით, მსურს, გამოვხატო ჩემი ღრმა და გულწრფელი სამძიმარი თქვენ მიმართ და ქართველი მართლმადიდებელი ერის მიმართ, რომლებმაც სულიერი მამის გარდაცვალებით მძიმე დანაკლისი განიცადეს. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი საპატრიარქო მსახურების განმავლობაში, იგი განსაკუთრებული სიბრძნითა და სიყვარულით წინამძღვრობდა ქართული სულიერებისა და კულტურული იდენტობის განმტკიცებას, ისევე როგორც ქართველი ერის ერთიანობის შენარჩუნებას. მისი დიდი ღვაწლი დიდხანს ემახსოვრებათ — არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის საზღვრებს მიღმაც. გთხოვთ, თქვენ და ქართველმა ხალხმა მიიღოთ ჩემი ღრმა თანაგრძნობა. განისვენოს მშვიდობით და ღმერთმა დაამკვიდროს მისი სული ცათა სასუფეველში. საუკუნოდ იყოს ხსენება მისი“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.