კახეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანი შეხვდა რეგიონში სახელმწიფოს რწმუნებულს, გიორგი ალადაშვილს.

 გუბერნატორმა სტუმარს მინისტრის მოადგილედ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ბექა დავითულიანმა და გიორგი ალადაშვილმა ისაუბრეს მომავლის გეგმებსა და პერსპექტივებზე, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობისა და ურთიერთმხარდაჭერის მნიშვნელობაზე.