თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ავთანდილ ცინცაძემ ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ დიდ დიღომში მიმდინარე და დაგეგმილი კეთილმოწყობის სამუშაოებზე ისაუბრა. როგორც ავთანდილ ცინაცაძემ განაცხადა, ტყუილია, როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ საბურთალოს რაიონში, კერძოდ დიდ დიღომში გამწვანება და სკვერები არ არის.

ავთანდილ ცინცაძის თქმით, 2017 წლიდან დღემდე დედაქალაქის მერიამ და საბურთალოს გამგეობამ სკვერი 136 ლოკაციაზე მოაწყო, აქედან დიდი ნაწილი კი დიდ დიღომში მდებარეობს.

ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის, თუმცა გვაქვს სამომავლო გეგმები, რომელსაც საბურთალოს რაიონის გამგეობა აუცილებლად განახორციელებს“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საკრებულოს უმრავლესობის წევრი დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე დაგეგმილ მშენებლობასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისთვის ოპოზიციის აღშფოთება გაუგებარია. როგორც ავთანდილ ცინცაძემ განაცხდა, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდეგ, დიდ დიღომს 6 ჰექტარი გამწვანებული ტერიტორია შეემატება, რაც დეპუტატის თქმით, ძალიან სასიხარულოა.

დიდ დიღომში დღეისათვის ყველაზე დიდი პრობლემა სკოლების და საბავშვო ბაღების სიმცირეა. ამ პროექტის გახორციელების შედეგად, უბანს დამატებით ორი საბავშვო ბაღი და სკოლა შეემატება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ბაღები მუნიციპალიტეტს, სკოლა კი განათლების სამინისტროს გადაეცემა“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.