ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩის N18-ში სამშენებლო სამუშაოები დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, უკვე დასრულდა აღნიშნულ მისამართზე განსახორციელებელ სამშენებლო სამუშაოებზე გამოცხადებული ტენდერი.
„გამოვლინდა გამარჯვებული სამშენებლო კომპანია „ბი ქეი ქონსთრაქშენი“, რომელთანაც შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გაფორმდა და დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. დაახლოებით, 30-მდე ოჯახი ელოდება ახალი საცხოვრებლის მიღებას. ჯერ ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი მოხდება, შემდეგ კი ახალი კორპუსი აშენდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.