ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან კლინიკაში დაგეგმილ გამოკვლევაზე იყო გადაყვანილი. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის ახლო ნათესავი ალექსანდრე თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„5 აგვისტოს  ირაკლი ნამდვილად იმყოფებოდა საავადმყოფოში - რამდენიმე კვირით ადრე დაგეგმილ გამოკვლევაზე.
 საავადმყოფოში გაატარა - ერთი საათი.
 არც ოპერაცია ყოფილა დაგეგმილი და არც სხვა პაციენტის დაგეგმილ ოპარაციისთვის  შეუშლია ხელი…“, - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.