შინაგან საქმეთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის - ალექსანდრე დარახველიძის ბრიფინგი გაიმართა. როგორც მან აღნიშნა, გასული წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალია და ის 62%-ს აღემატება.
ალექსანდრე დარახველიძემ სამინისტროს მიერ დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვადებისა და შინაარსობრივი ფორმის ცვლილების შესახებ დეტალურად ისაუბრა.
ბრიფინგზე ასევე აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო, საკუთარი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის, მზადყოფნას აცხადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებული ნებისმიერი ინფორმაცია, რომელზედაც იქნება საყოველთაო საჯარო ინტერესი, არსებული რესურსების გათვალისწინებით, დაამუშაოს და აცნობოს საზოგადოებას.