კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ახლად დაფუძნებულ სსიპ - საქართველოს სასახლე-მუზეუმების გაერთიანებას ხელოვნების სასახლის დირექტორი გიორგი კალანდია უხელმძღვანელებს.
გაერთიანების შემადგენლობაში შედიან: საქართველოს ხელოვნების სასახლე - კულტურის ისტორიის მუზეუმი, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, დავით და გიორგი ერისთავების სასახლე-მუზეუმი და ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი.
ხელოვნების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე, კულტურის მინისტრმა გაერთიანებაში შემავალი სასახლე-მუზეუმების თანამშრომლებს გიორგი კალანდია წარუდგინა. თინათინ რუხაძემ და გიორგი კალანდიამ მათ სამომავლო გეგმები და პრიორიტეტული პროექტები გააცნეს.
"ვფიქრობ, რომ ამ გაერთიანების შექმნა სასახლე-მუზეუმებს, მენეჯმენტის კუთხით, მნიშვნელოვნად დაეხმარება.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებაში ზვიად გამსახურდიას სახელობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრიც შევა, სადაც, სხვადასხვა პროექტით, ახალგაზრდებს მოვიზიდავთ.
სასახლე-მუზეუმების მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენი რეგიონების განვითარებისთვის კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება", - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს








