30 მაისს, 17:00 საათზე, რუმს ჰოტელ თბილისში (მის: მ.კოსტავას #14) გაიმართება სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „გაფანტული სკლეროზის მკურნალობა - ყოვლისმომცველი მიდგომა“. კონფერენცია ეძღვნება გაფანტული სკლეროზის მსოფლიო დღეს, რომელიც ტრადიციულად, 30 მაისს აღინიშნება და მას სხვადადასხვა აქტივობით საქართველოც უერთდება.
ღონისძიების მიზანს გაფანტული სკლეროზის მკურნალობისა და დაავადების მართვის თანამედროვე მიდგომების გაცნობა და შეფასებაწარმოადგენს.
სპეციალურად ამ დღისთის, მოწვეულია ექსპერტნევროლოგი, ბლიზარდის ინსტიტუტის, დედოფალი მარის უნივერსიტეტის მედიცინისა და სტომატოლოგიური დეპარტამენტის, ნევროლოგიის პროფესორი გავინ ჯოვანინი, რომელიც გააკეთებს მოხსენებას, თემაზე, „ინფლაციური აქტივობის მკურნალობის მიღმა - გაფანტული სკლეროზის ჰოლისტურ მართვის მიდგომებს“. მისიმრავალწლიანი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა გაფანტული სკლეროზი და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ანთებითი დაავადებები.
უცხოელი ექსპერტ-ნევროლოგი ქართველ კოლეგებთან ერთად გამართავს პანელურდისკუსიას, რომელსაც საქართველოს მხრიდან გაუძღვება, ნევროლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი კლინიკაში „პინეო სამედიცინო ეკოსისტემა“ მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ალექსანდრე ცისკარიძე და ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის, კლინიკური ნევროლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მარინა ჯანელიძე.
მოწვეული ექიმები კიდევე ერთხელ იმსჯელებენ და ყურადღებას გაამახვილებენ დაავადების სიმძიმეზე, მის მართვასა და მკურნალობის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე.
საქართველოში გაფანტული სკლეროზის არსებული სიტუაციის აღწერა
გაფანტული სკლეროზი ქრონიკული, პროგრესირებადი ნევროლოგიური დაავადებაა. პირველი სიმპტომები უმეტესად ახალგაზრდა ადამიანებში, 20-დან 40 წლის ასაკში ვლინდება და ამიტომაც გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდებში არატრავმული უნარშეზღუდულობის ძირითადი მიზეზია. შესაძლოა პაციენტმა დაკარგოს ან შეეზღუდოს სიარულის ან საუბრის უნარი, მხედველობა. ახალგაზრდებს, რომლებიც კარიერისა და ოჯახის დაგეგმვაზე უნდა იყვნენ ორიენტირებულები, ძირითადად იმაზე უწევთ ზრუნვა, როგორ მოიპოვონ მკურნალობისთვის აუცილებელი სახსრები, რათა დაავადება არ პროგრესირდეთ. ექსპერტთა გამოცდილების საფუძველზე, დღესდღეობით საქართველოში, ამ დაავადების მქონე დაახლოებით 1200-1300 ადამიანია, რომელთაგან 2024 წლის მონაცემებით, თბილისის მერიის პროგრამით 250 სარგებლობს.
შეგახსენებთ, რომ 2021 წლიდან დედაქალაქის მერიამ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომპაციენტებისთვის მკურნალობა ხელმისაწვდომი გახადა. 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოიცა ბრძანება საქართველოს სხვა რეგიონებში მკურნალობის დაფინანსების შესახებ, თუმცა, ამდრომდე, პროგრამა ამოქმედებული არ არის. 2024 წლის 13 აპრილს ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილს სარჯველაძე პაციენტებს შეხვდა და შესაბამის უწყებებთან ერთად საკითხის უმოკლეს ვადაში განხილვას დაჰპირდა. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები პაციენტები, თბილისისა და აჭარის გარდა, მკურნალობის გარეშე, ყოველდღიურად კარგავენ ქმედით უნარებს.
ცნობისათვის, ყოველწლიურად, 30 მაისს, მთელ მსოფლიოში, აღინიშნება გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღე, რომლის მიზანს ერთმანეთის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება, მისი დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. აღნიშნულ დღეს საქართველო2018 წლიდან შეუერთდა, საინფორმაციო კამპანიით „ერთად ერთმანეთისთვის“.