ქართული მართლმადიდებელი ეკლესია 25 მარტს ავტოკეფალიის აღდგენის დღეს აღნიშნავს. 

 ამ თარიღთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა დღეს ყველა ტაძარში აღევლინება.

ქართულმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1917 წლის 25 მარტს აღიდგინა და მისი დამოუკიდებლობა ყველა მართლმადიდებელმა ეკლესიამ ცნო, თუმცა ეს წერილობით დადასტურებული არ ყოფილა. ილია II-ს უშუალო მონდომებით კი, მსოფლიო საპატრიარქომ საქართველოს ავტოკეფალია ოფიციალურად 1990 წელს ცნო.

საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერმა, მამა გიორგი ზვიადაძემ მედიასთან განაცხადა, რომ 14:00 საათზე ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით სიონში დაგეგმილია პარაკლისი. მისივე თქმით, სადღესასწაულო პარაკლისს მეუფე შიო გადაიხდის.