14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა.

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე — დღესასწაული საქართველოში, რომელიც აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან.

სახელმწიფო დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.