ორბელიანის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა.
პირველადი ინფორმაციით, კაცს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
როგორც "აიპრესს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.