სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
გამოძიება დაწყებულია პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
ცნობისთვის, „ტვ პირველმა“ და „ფორმულამ“ განაცხადეს, რომ მათ გადამღებ ჯგუფს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა.