სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება:
"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2023 წლის 11 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძესთან დაკავშირებული, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, სწრაფი და ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად, ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ჩაატარებს." - ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 დეკემბერს, ბაბი კირკიტაძემ სოციალურ ქსელში დაწერა - ვიდეო მონტაჟს ავრცელებენ ჩემზე ჩატებში, პორნოსაიტებზეც რომ აღარ დებენ - არ გავჩერდები, სანამ ყველა დამნაშავე პასუხს არ აგებს!